უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი კვლავაც საფინანსო-სადაზღვევო სფეროა. ამ სექტორში 2022 წელს საქართველოში განხორციელებული $2 მილიარდის 26% ჩაიდო. საქსტატის ინფორმაციით, სულ ამ სფეროში $526.4 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა.
საინვესტიციო მიმზიდველობის მიხედვით, მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია – 406,9 მილიონით, რაც მთლიანი FDI-ის 20%-ს შეადგენს.
ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სოფლის მეურნეობა, სადაც მიზერული ოდენობის – $6 მილიონის ინვესტიციაა განხორციელებული.
უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით ასე განაწილდა:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 526.4 მლნ
- უძრავი ქონება – $406.9 მლნ
- წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა – $197 მლნ
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – $173.1 მლნ
- ენერგეტიკა – $149.1 მლნ
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – $141 მლნ
- დამამუშავებელი მრეწველობა – $130.4 მლნ
- მშენებლობა – $91.1 მლნ
- ტრანსპორტი – $81.7 მლნ
- ვაჭრობა – $40.8 მლნ
- სასტუმროები და რესტორნები – $31.5 მლნ
- განათლება – $10.5 მლნ
- ადმინისტრაციული საქმიანობები – $9.8 მლნ
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – $7.7 მლნ
- სოფლის მეურნეობა – $6 მლნ
- სამთომოპოვებითი მრეწველობა – $2 მლ