ინდური რუპია ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
ინდური ეროვნული ვალუტა ზედიზედ მე-10 კვირაა ეცემა.
პარასკევს რუპია ყველა დროის მინიმალურ ნიშნულზე დაეცა, ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 86 რუპია შეადგინა.
რუპიას ვარდნის ტემპი ნაწილობრივ შეაჩერა ინდოეთის სარეზერვო ბანკის რეგულარულმა ინტერვენციებმა, თუმცა, მისი კურსი მაინც ისტორიულ მინიმუმზეა.
რუპია დაასუსტა უცხოელმა ინვესტორების გადაწყვეტილებამ, რომლებმაც იანვარში ინდოეთის აქციებიდან და ობლიგაციებიდან $3 მილიარდზე მეტი ამოიღეს.
რუპიას გაუფასურებას ხელს უწყობს აშშ დოლარის ინდექსის ზრდაც. ამერიკული ვალუტის ინდექსი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.