ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით გაუსწრო ჩინეთს და გახდა ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მსოფლიოში, – ასეთია გაეროს პროგნოზი.
მათი მონაცემებით, 14 აპრილისთვის ინდოეთის მოსახლეობა 1,425 783 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ხოლო დამოუკიდებელი ორგანიზაციის World Population Review (WPR) მონაცემებით, 17 აპრილის მდგომარეობით, ინდოეთში 1, 425 937 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ჩინეთში კი მოსახლეობა 1,425 744 მილიარდია.
„ეს გლობალურ წესრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – აღნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის ინდოეთი გადაუსწრებს იაპონიასა და გერმანიას და ეკონომიკის მიხედვით, მსოფლიოში მესამე გახდება.
ჩინეთი პირველ ადგილს თითქმის ორი საუკუნე იკავებდა, ახლა ის პირველობას ინდოეთს დაუთმობს.
ბევრ კომპანიას უკვე გადააქვს წარმოება ჩინეთიდან ინდოეთში. მათ შორის, Apple-ს.
ინდოეთში 100 შრომისუნარიან ადამიანზე 47 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მოდის. 2048 წლისთვის ეს კოეფიციენტი 45-მდე დაეცემა და ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა 43-დან 23-ე ადგილზე გადაინაცვლებს. ამ კოეფიციენტის გაუმჯობესება ინდოეთს უზარმაზარ უპირატესობას უქმნის, რაც მის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
ჩინეთში ამჟამად, 100 შრომისუნარიან ადამიანზე 45 შშმ პირი მოდის(30-ე ადგილი), მაგრამ 25 წელიწადში ეს მაჩვენებელი 68-მდე გაიზრდება და ის 146-ე ადგილზე გადაინაცვლებს.