ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსთან დასვა.
როგორც ცნობილია, რუსეთის მცდელობა, იმავე რაიონში დაესვა კოსმოსური სადგური Luna 25, კვირას მარცხით დასრულდა. ძრავის გაუმართაობის გამო რუსული სადგური მთვარის ზედაპირს შეეჯახა.
ინდურმა კოსმოსურმა ხომალდმა Chandrayaan-3-მა, რომელიც ივლისში გაუშვეს, დღეს მთვარეზე რბილი დაშვება წარმატებით განახორციელა. ინდური მთვარემავალი შექმნილია მთვარის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად და წყლის საძიებო სამუშაოებისთვის.
ინდოეთი ასევე გახდა მეორე ქვეყანა, ჩინეთის შემდეგ, რომელსაც მთვარეზე მოქმედი სადგური აქვს.