2024 წლის ივლისის ბოლოსთვის საბანკო სექტორს მსესხებლების სანქცირებიდან 62 მლნ ლარამდე შემოსავალი აქვს მიღებული, რაც ერთ თვეში 18%-ით არის გაზრდილი (H1/2024 – 52.7 mln: +17.6%). თუმცა, ეს მაჩვენებელი წლიურად შემცირებულია (01.08.2023 – 66. 2 მლნ).
გაზრდილია ბანკების წმინდა საკომისიო და სხვა შემოსავლები, მომსახურების მიხედვით, რაც 2024 წლის 7 თვის სტატისტიკით, 428 მლნ. ლარს შეადგენს.
ბანკი საკომისიოს სხვადასხვა სერვისიდან იღებს, ტრანზაქციების მომსახურებიდან, სავალუტო ოპერაციებიდან, სესხების და ანგარიშების მომსახურებიდან.
საკომისიოს განაკვეთი განსხვავებულია, სესხის გაცემის, დამტკიცების, თუ წინმსწრებით დაფარვისთვის. ეს კატეგორია არასაპროცენტო შემოსავლებიც ერთიანდება.
რაც შეეხება ხარჯებს, სექტორისთვის ძირითადი არასაპროცენტო ხარჯი პერსონალის დაფინანსებაზე მოდის, რომლის ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში იკლებს. 2024 წლის 7 თვის ანგარიშით, თანამშრომლების სახელფასო ხარჯი 723 მლნ ლარის ფარგლებშია, აღნიშნული თანხა გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის 630 მლნ ლარამდე იყო.
ბანკების რეიტინგი წმინდა საკომისიო შემოსავლებით(მლნ ₾):
7m/2024 | 7m/2023 | |
საქართველოს ბანკი | 210.752 | 158,700 |
თიბისი ბანკი | 162.200 | 142,764 |
კრედო | 22.339 | 17,787 |
ლიბერთი ბანკი | 16.098 | 17,512 |
ბაზისბანკი | 5.387 | 4,882 |
ქართუ | 3.434 | 1,138 |
ტერაბანკი | 3.115 | 3,259 |
იშ ბანკი | 1.723 | 1,831 |
პაშა ბანკი | 899 | 0,500 |
ხალიკ ბანკი | 667 | 0,465 |
პროკრედიტ ბანკი | 254 | 2,613 |
ხალიკ ბანკი | 667 | 0,465 |
წყარო: სები & ბანკები