Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც შესუსტებული რჩება 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით. შედეგად ფასების ზრდა შენელდა და 2022 წლის დასაწყისის შემდეგ ივლისში პირველად დაფიქსირდა უცვლელი ფასები თვიურ ჭრილში.
2024 წლის ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი კლებაა, ხოლო თვიურად 17.6%-იანი ზრდა. ამასთან, თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები, აშშ დოლარი/მ2:
ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3.7% წ/წ), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის შესუსტებულმა მოთხოვნამ ასევე იმოქმედა მიწოდებაზე – ივნისი/ივლისის პერიოდში ნებართვების გაცემა მკვეთრად შემცირდა, წლიურად 58.2%-ით და 40.3%-ით, შესაბამისად. მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები სავარაუდოდ ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
რა ხდებოდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო თვეებში
2024 წლის ივნისში დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების დინამიკა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ შესუსტებული რჩებოდა: +17.7% მაისთან და -34.1% აპრილთან შედარებით.
Galt&Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის მაისში მკვეთრი კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ამასთან, ლარის კურსის მერყეობამ პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა.
2024 წლის ივნისიდან დინამიკა შედარებით გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა რომ
მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
2024 წლის პირველ ნახევარში, დეველოპერების პროექტებში საქართველოს მოქალაქეებმა
მთლიანი გაყიდვების 76% შეადგინეს, 2023 წლის 80%-თან შედარებით. აღსანიშნავია, რომ
ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 4%-დან 11%-მდე, რაც ანაზღაურებს
რუსეთის მოქალაქეების წილის შემცირებას, რომელიც 8%-დან 2%-მდე დაეცა.
აღსანიშნავია რომ, პროექტებში რომლებიც 2024 წელს სრულდება ბინების 84%-ზე მეტი გაყიდულია.