ევროზონაში ივლისში სამომხმარებლო ფასები წლიურად 2,6%-ით გაიზარდა, სტატისტიკურ მონაცემებს ევროსტატი ავრცელებს.
ამრიგად, ივნისთან შედარებით ინფლაცია დაჩქარდა, როცა ის 2,5% იყო.
ანალიტიკოსები აღნიშნული მაჩვენებლის 2,4%-მდე შემცირებას ელოდებოდნენ.
მომსახურების ღირებულება ივლისში გაიზარდა 4%-ით (+4.1% ივნისში), სამრეწველო პროდუქცია – 0.8%-ით (+0.7%), საკვები, ალკოჰოლი და თამბაქოს ნაწარმი 2.3%-ით (+2,4%), ენერგორესურსები 1,3%-ით (+0,2%).
რაც შეეხება თვიურ ინფლაციას, ივლისში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები არ შეცვლილა, ივნისში 0,2%-იანი ზრდის შემდეგ.
ევროზონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ბელგიაში (5,5% წლიურად), ყველაზე დაბალი – ფინეთში (0,6%). ნიდერლანდებში ინფლაციამ 3,5% შეადგინა. გერმანიასა და საფრანგეთში სამომხმარებლო ფასები 2,6%-ით გაიზარდა, იტალიაში 1,7%-ით, ესპანეთში 2,9%-ით.