ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

იელენი: აშშ-ის ხაზინას ეწურება რესურსი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად

ავტორი Nona
15:34, 9 მაისი, 2023
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
იელენი: აშშ-ის ხაზინას ეწურება რესურსი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად

Chip Somodevilla

გაზიარებაგაზიარება

აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი ამბობს, რომ მისმა დეპარტამენტმა თითქმის ამოწურა რესურსი, რომელსაც თვეების განმავლობაში დეფოლტის თავიდან ასაცილებლად იყენებდა.

„ჩვენ ვერ შევძლებთ მთავრობის ყველა ვალდებულების შესრულებას 1-ელ ივნისამდეც, თუ კონგრესი მანამდე სახელმწიფო ვალის ლიმიტს არ გაზრდის,“ – განაცხადა იელენმა.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა ფინანსთა სამინისტრო საგანგებო ზომებს იყენებს, მაგრამ მალე ამის შესაძლებლობაც ამოიწურება.

მან გააფრთხილა კონგრესი, რომ თუ ვალის პრობლემა ვერ გადაიჭრა, ამან შესაძლოა, „კონსტიტუციური კრიზისი“ გამოიწვიოს, რაც შემდეგ ფინანსურ ბაზრებზეც გავრცელდება.

როგორც ცნობილია, გადაუდებელ შემთხვევებში აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, მე-14 შესწორებით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს და კონგრესის გვერდის ავლით სახელმწიფო ვალის ლიმიტი გაზარდოს. თუმცა, იელენი ამბობს, რომ ეს იქნება კონსტიტუციური კრიზისი და კონგრესმა საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს.

„მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის წევრებმა გააცნობიერონ მათი პასუხისმგებლობა“ – დასძინა მან.

იანვარში შეერთებულმა შტატებმა სესხის ლიმიტი $31,46 ტრილიონამდე გაზარდა, რის შემდეგ, აშშ-ის ხაზინამ „რიგგარეშე ზომების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა, რათა თავიდან აეცილებინა ვალის გადაუხდელობა.

შემდეგ იელენმ გადაწყვიტა, რომ ხაზინა, პირველ რიგში, ფულს გადაუდებელი საჭიროებებისთვის დახარჯავდა, ანუ სერვისებისთვის, რომლებიც საჭირო იყო მთავრობის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

დღეს, 9 მაისს, თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან ერთად ვალის „ჭერის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ. მაგრამ სპეციალისტები მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

თეგები: აშშ-ს სახაზინო მდივანიდეფოლტიკონგრესისახელმწიფო ვალიჯანეტ იელენი

დაკავშირებული სიახლეები

საგარეო ვალი
ეკონომიკა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი ერთ წელიწადში $1 მილიარდით გაიზარდა

20:23, 31 მარტი, 2025
გერმანიის ეკონომიკა, მშპ, კრისტიან ლინდნერი
ეკონომიკა

„ჩვენ ვღარიბდებით, რადგან არ გვაქვს ეკონომიკური ზრდა”: გერმანიის ფინანსთა მინისტრი

15:28, 7 თებერვალი, 2024
აშშ-ის 2024 წლის ბიუჯეტი, აშშ-ის კონგრესი,
საზოგადოება

კონგრესში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ისრაელის დახმარებას უკრაინის გარეშე

10:40, 7 თებერვალი, 2024
აშშ-ის სენატი, უკრაინის დახმარება
საზოგადოება

სენატში შეთანხმდნენ $118 მილიარდიან პაკეტზე, სადაც უკრაინის $60 მილიარდი შედის

11:07, 5 თებერვალი, 2024

ბოლო სიახლეები

ნავთობის ფასი, ირანი, ისრაელის თავდასხმა

ნავთობი ირანზე ისრაელის თავდასხმის საფრთხის გამო ძვირდება

2 წუთი-ის წინ
ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

2 საათის-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

13 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

19 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved