საქართველოს მთავრობა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს. შეზღუდვა 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
ახალი რეგულაცია იმ გეგმის ნაწილია, რომელიც მოძველებული ავტომობილების ჩანაცვლებასა და ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტზე სავალდებულო გადასვლას გულისხმობს. საუბარია ქვეყანაში ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის აკრძალვაზე, რომლის შემოღებას მთავრობა მომავალი წლიდან აპირებს.
სატრანსპორტო სექტორის რეგულირება ასევე უკავშირდება, ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირების სტრატეგიას, რომელზეც მთავრობაში მუშაობენ.
შეზღუდვა არ შეეხება რეექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომობილებს.
როდიდან აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა, ცნობილია, რომ ის მომავალ წელს ამოქმედდება.
წყარო: BM.ge