რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რიცხვი კვლავ იზრდება.
2023 წლის პირველ სამ თვეში, 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა კიდევ 5 332 ახალი ბიზნესი დაარეგისტრირეს. მათი უმეტესობა კვლავ ინდ. მეწარმის სტატუსით რეგისტრირდება. ახლად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან 8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 200-მდე შპს-ა, ყველა დანარჩენი ინდ. მეწარმის სტატუსით არის დარეგისტრირებული. ამის შესახებ რადიო თავისუფლება სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტები თვეების მიხედვით ასე ნაწილდება:
-
იანვარი – 1 363 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 53 შპს)
-
თებერვალი – 2 649 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 62 შპს)
-
მარტი – 1 320 (აქედან 2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 76 შპს)
2022 წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 15 ათასამდე ახალი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტრირეს.