TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის იანვარში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შენელდა და 2,796 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება ფასს, ბინების საშუალო ფასი იანვარში, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, იმავე დონეზე შენარჩუნდა, ხოლო წინა წლის იანვართან შედარებით მცირედით გაიზარდა(+1, წ/წ). ბაზრის მოცულობა $225 მილიონს გაუტოლდა, რაც წლიურად 5%-ით არის შემცირებული.
იანვარში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, მთლიანი გაყიდვების 25%. გაყიდვებით მეორეა საბურთალო- მთლიანი გაყიდვების 16%-ით.
გაყიდული ბინების რ-ბა, წლიური ცვლილება, ახალი VS ძველი, იანვარი 2025
ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩუღურეთსა და გლდანში, ძირითადად, საბაზო ეფექტის გამო. წლიურად 68%-68%-ით გაიზრდა გაყიდვები კრწანისსა და დიდუბეში.
იანვარში დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში წლიურ ჭრილში დაფიქსირდა ძველი ბინების გაყიდვების შემცირება, გარდა კრწანისისა, რასაც დაბალი საბაზო ეფექტი განაპირობებდა. კრწანისში ძველი ბინების გაყიდვების ზრდა მნიშვნელოვანი იყო.
რაც შეეხება ფასებს, ძველი ბინების ფასების ყველაზე დიდი კლება მთაწმინდაზე და ვაკეში შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, ამ უბნებში საცხოვრებელი უძრავი ქონება ყველაზე ძვირია და კვ. მეტრის ფასი საშუალოდ $1800-ის ფარგლებშია. ორივე უბანში გაყიდული ბინების 60%-ზე მეტი მაღალი საფასო სეგმენტის (<$1500 კვ.მ) კატეგორიას განეკუთვნებოდა.
წლიურად 8%-იანი კლება დაფიქსირდა ჩუღურეთში. ძველი ბინები ყველაზე მეტად გაძვირდა დიდუბესა და ნაძალადევში.
საშუალო შეწ.გასაყიდი ფასის წლიური ცვლილება(S,კვ.მ), ახალიVS ძველი, იანვარი 2025