2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.
ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, 2022 წლის იანვართან შედარებით, გაზრდილია საგარეო ვაჭრობა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვება და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა.