TBC Capital-ის კვლევის თანახმად, 2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ აქტიურად დაიწყო და გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,967 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა (-19%), წლიურად 5%-იანი ზრდა შეინიშნება.
იანვარში კვ. მეტრის გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა და ფაქტობრივად წინა თვის დონეზე დარჩა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ჯამში, უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $234 მილიონი შეადგინა და 2023 წლის იანვართან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
ახალი & ძველი ბინები
2024 წლის იანვარში 638 ახალი ბინა გაიყიდა და წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა. თუმცა, 2023 წლის იანვართან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა (+16%).
ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,329 შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 23%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 2%-იანი გაიზარდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 22%-მდე გაიზარდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+14%), ისე ძველი (+9%) ბინების შემთხვევაში.
თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 0.5%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში ფასმა 0.8%-ით მოიმატა.
გაყიდვებით კვლავ პირველ ადგილზეა დიდი დიღომი (25% მთლიან გაყიდვებში), მეორეზე საბურთალოა (15%). დიდი დიღომი ლიდერობს ახალი ბინების გაყიდვებშიც. ასევე, ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდით სამგორი გამოირჩა.
ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა დიდ დიღომში, ნაძალადევში,
დიდუბესა და გლდანში შეიმჩნევა. საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ვაკეში კვლავ $2,000-ის ფარგლებშია.
ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ჩუღურეთი (+24%), ნაძალადევი (+21%) და გლდანი (+19%) გამოირჩეოდა.
გაყიდული ბინების რაოდენობა/ ახალი და ძველი/ იანვარი 2024წ