თურქულმა DenizBank-მა მოულოდნელად დაიწყო რუსების უცხოური ვალუტის ანგარიშების დახურვა. ასევე, ბანკი რუს კლიენტებს ანგარიშის მართვისთვის $60-მდე საკომისიოს არიცხავს. თანხების გატანის შესახებ შეტყობინებაში ის მონიშნულია როგორც „ანგარიშის მართვის საკომისიო“.
ბანკს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
კლიენტებს ბანკში ეუბნებიან, რომ ბრძანება ზემოდან მიიღეს და ვერაფრით დაეხმარებიან.
DenizBank მსხვილი კერძო ბანკია თურქეთში, რომელიც ამჟამად Emirates NBD-ს (UAE) ეკუთვნის. 2012 წლიდან 2019 წლამდე მას რუსული Sberbank ფლობდა.
ის ერთ-ერთია იმ ხუთი თურქული ბანკიდან, რომელიც რუსულ გადახდის სისტემა Mir-თან იყო დაკავშირებული. აშშ-ის და ევროკავშირის ზეწოლის შედეგად, 2022 წლის სექტემბერში ბანკმა უარი თქვა რუსულ Mir-თან თანამშრომლობაზე.