თურქმენეთის დიქტატორმა მმართველმა ძალაუფლება შვილს გადასცა, მაგრამ გადაიფიქრა და უკან დაბრუნება უნდა.
თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა ქვეყნის მმართველობის სისტემის რეფორმა წამოიწყო, რათა მის მემკვიდრეს გავლენა და უფლებამოსილებები შეუზღუდოს.
2022 წელს სახელმწიფოს მეთაური გურბანგულის ვაჟი სერდარ ბერდიმუჰამედოვი გახდა. ხოლო გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი ახლა თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატას ხელმძღვანელობს.
მარტის ბოლოს თურქმენეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რის შემდეგაც პარლამენტი ერთპალატიანი გახდა. შედეგად, ზედა პალატას შეუზღუდავი უფლებამოსილება მიენიჭა.
გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი, სავარაუდოდ, მოელოდა, რომ იქნებოდა „მმართველი კულისებიდან“, მაგრამ მისმა ვაჟმა, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, მთელი უფლებები საკუთარ ხელში აიღო, დაიწყო გავლენიანი ნათესავების დევნა და შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც ახლა მასთან ამყარებენ კავშირებს და არა მამამისთან. გურბანგულს ეს არ მოსწონს, ამიტომ ცდილობს, ვაჟს ძალაუფლება შეუკვეცოს და ისევ თვითონ გახდეს ქვეყნის მმართველი.
ქვეყანაში ასეთი ორმაგი ძალაუფლებაა. თურქმენეთის ოფიციალური პირები დაბნეულები არიან. არ იციან, ვის უნდა ახლდნენ უცხოური ვიზიტების დროს და ვის არა. ხოლო სახელმწიფო მედია ვერ არკვევს, ვის აჩვენოს სიუჟეტები პირველ რიგში.