დღეს თურქეთში არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურ რეჯეფ ტაიფ ერდოღანსა და მის ოპონენტს –ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის.
ერდოღანმა პირველი ტური ორი კვირის წინ თითქმის 5%-ის უპირატესობით მოიგო, მაგრამ მიღებული ხმები გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო, რადგან 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ერდოღანი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.
ხმის მიცემის უფლება 64 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.
თურქეთში ეგზიტპოლი არ ტარდება, თუმცა, სოციოლოგიური კომპანია Konda-ს მიერ 20-21 მაისს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ერდოღანს ამომრჩევლის 52,7% უჭერს მხარს, ხოლო ქილიჩდაროღლუს – 47,3%.
თუ ერდოღანი გაიმარჯვებს, მას შეუძლია, ხელისუფლებაში 2028 წლამდე დარჩეს. ის პრემიერ-მინისტრობის სამი ვადისა და პრეზიდენტის ორი ვადის შემდეგ, თურქეთის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერი გახდება.
ერდოღანი ამომრჩევლებს არჩეული კურსის გაგრძელებას, პენსიებისა და სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაზრდას ჰპირდება.
მისი ოპონენტი ქილიჩდაროღლუ კი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ერდოღანის მიერ თურქეთის საშინაო, საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკაში განხორციელებულ ბევრ ცვლილებას გააუქმებს. ასევე, აცხადებს, რომ თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს დაუბრუნდება.