თურქეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში $262 მილიონის უცხოური ინვესტიციები შევიდა, რაც ბოლო ექვსი თვის მაქსიმალური მაჩვენებელია.
თურქეთის საფონდო ბირჟაზე უცხოური ინვესტიციების მოზღვავება ახალი ეკონომიკური გუნდის დანიშვნამ განაპირობა.
ეკონომიკური გუნდის შემადგენლობამ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა და გასულ კვირას $262 მილიონის თურქული აქციები უცხოეთიდან ჩასულმა ინვესტორებმა შეიძინეს. ობლიგაციების შესყიდვებმა, იმავე კვირაში $25 მილიონი შეადგინა.
თურქეთის პრეზიდენტმა Wall Street-ის ორი ყოფილი აღმსრულებლიდან, ერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად, მეორე კი ფინანსთა მინისტრად დანიშნა. მიზანი ინვესტორების ნდობის დაბრუნება იყო, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანის არაორდინალური ფინანსური გადაწყვეტილებების გამო შემცირებული იყო.
ერდოღანი ბოლო წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთებს ხელოვნურად ამცირებდა, რის გამოც თურქული ლირის კურსი მკვეთრად დაეცა.