პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთში საქონლის ექსპორტი წლიურად 5,8%-ით, ხოლო იმპორტი 22%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ $673.7 მილიონი შეადგინა.
თურქეთში $105.01 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 5.8%-იანი ზრდაა. ამ ქვეყანას მე-6 პოზიცია უკავია საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში და მისი წილი მთლიან ექსპორტში 7,2%-ს შეადგენს.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
-
ტრიკოტაჟის ნაწარმი – $18,4 მილიონი
-
ფეროშენადნობები – $17,01 მილიონი
-
კოსტუმები, კომპლექტები – $8,2 მილიონი
- ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების – $6 მილიონი
-
ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით – $4,67 მილიონი
რაც შეეხება იმპორტს, თურქეთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა საქართველოსთვის. მასზე მოდის მთლიანი იმპორტის 17,1%.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
-
მსუბუქი ავტომობილები – $26,9 მილიონი
-
სამკურნალო საშუალებები – $25 მილიონი
-
შავი ლითონების მეტ. კონსტრუქციები, მათი ნაწილები – $17,37 მილიონი
-
სარეცხი და საწმენდი საშუალებები – $10,69 მილიონი
-
მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – $10,43 მილიონი