თურქეთი ხორბალზე, ქერზე, სიმინდსა და სორგოზე იმპორტის გადასახადს აწესებს.
ახალი საგადასახადო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.
იმპორტირებულ მარცვლეულზე საბაჟო განაკვეთი 0-ის ნაცვლად 130% გახდება.
თურქეთმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიერ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გამო მიიღო. მას სურს, შეზღუდოს თურქეთის ბაზარზე შედარებით იაფი უკრაინული მარცვლეულის შედინება.
თუმცა, თურქი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მთავრობა ამ გზით ახალი სეზონის წინ ადგილობრივი მწარმოებლების დაცვას ცდილობს.
თურქეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკრაინული ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორი თურქეთი იყო, სადაც $168,8 მილიონის ხორბალი შევიდა, ანუ მთელი ექსპორტის 17,7%.
თურქეთში ქერის იმპორტის 42,1% ასევე უკრაინიდან შედის.
თურქეთმა 2020 წლის ბოლოს, პანდემიის პერიოდში, მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის გადასახადები შეამცირა, ხოლო დაახლოებით ერთი წლის წინ მთლიანად მოხსნა.