ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას იწყებს

ავტორი Nona
19:04, 17 აპრილი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას იწყებს

https://www.dailysabah.com/

გაზიარებაგაზიარება

თურქულმა სახელმწიფო კომპანია Turkish Petroleum Corp.-მა განაცხადა, რომ მომავალ ხუთშაბათს შავ ზღვაში, საკარიას საბადოდან ბუნებრივი აირის მოპოვებას დაიწყებს. ამის შესახებ Financial Times-ს კომპანიის ხელმძღვანელმა მელიჰ ბილგინმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოპოვება ამჯერად სამი ჭაბურღილიდან მოხდება.

სექტემბერში კიდევ შვიდის ჭაბურღილის ექსპლუატაცია იგეგმება. ჯამში 10 ჭაბურღილიდან ამოღებული აირის მოცულობა დღეში 10 მილიონ კუბ. მეტრამდე იქნება, რაც თურქეთის მოხმარების დაახლოებით 7%-ია.

Turkish Petroleum-ის ხელმძღვანელის თქმით, სრულად ამოქმედების შემდეგ, საბადოდან დღეში 40 მილიონ კუბ. მეტრ გაზს ამოიღებენ და ამ აირის ნაწილი ექსპორტზე გავა.

როგორც ცნობილია, თურქეთმა აპრილის დასაწყისში დაასრულა მილსადენის მშენებლობა, რომლითაც საკარიას საბადოდან აირი შავ ზღვაში არსებულ გაზის მიმღებ პუნქტამდე მივა.

„მყიდველების პოვნა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, –განაცხადა Turkish Petroleum-ის ხელმძღვანელმა და ევროპული ბაზრის მაღალ პოტენციალზე მიუთითა.

თურქეთმა გასულ წელს $80 მილიარდის ენერგორესურსების იმპორტი განახორციელა, რაც მოიცავს ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს.

საკარიას საბადო 2020 წელს აღმოაჩინეს ამავე სახელწოდების პროვინციის სანაპიროსთან.

Turkish Petroleum-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების უმეტესი ნაწილი საკარიას საბადოზე მოდის. საბადოში აირის მარაგმა შესაძლოა, 710 მილიარდ კუბ. მეტრს მიაღწიოს.

თეგები: Turkish Petroleum Corpბუნებრივი აირის მოპოვებათურქეთიმელიჰ ბილგინისაკარიას საბადოშავი ზღვა

დაკავშირებული სიახლეები

დონალდ ტრამპი
საზოგადოება

ტრამპი შესაძლოა თურქეთში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს დაესწროს

12:31, 15 მაისი, 2025
თურქეთი, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა, თურქეთის ცენტრალური ბანკი
ბანკები და ფინანსები

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად 2,5%-ით შეამცირა

18:44, 26 დეკემბერი, 2024
ტურისტული ვიზიტები, გასვლითი ტურები,
ეკონომიკა

2024 წლის III კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მოგზაურობის მაჩვენებელი ბოლო 3 წლის მინიმუმზეა

11:26, 19 დეკემბერი, 2024
თურქეთი, ინფლაცია
ეკონომიკა

თურქეთში ინფლაციამ კლება დაიწყო

17:19, 3 ოქტომბერი, 2024

ბოლო სიახლეები

ქართული თეთრი

სამი ძირითადი ფაქტორი ლარის სასარგებლოდ- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

1 საათის-ის წინ
რიყის დოქები, სასტუმრო, დემონტაჟი

სასტუმრო “რიყის დოქების” ნაცვლად – მთავრობა ინვესტორს ობიექტის დემონტაჟის ნებართვას აძლევს

13 საათის-ის წინ
ელექტროენერგია, ელექტროენერგიის მოხმარება, აფხაზეთი

აპრილში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 24,5%-ით გაიზარდა: TBC Capital

18 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ
ნავთობი

საუდის არაბეთი სიიაფის გამო ნავთობს დაწვავს

21 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved