თურქეთში, მიწისძვირის ზონაში ძლიერი ქარიშხალი იყო, რომელმაც კარვების ქალაქი დააზიანა. დაშავებულია ათობით ადამიანი, არის მსხვერპლი.
ძლიერი შტორმი თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაშში, სადაც თებერვალში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, 20 აპრილს დაიწყო.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ მოულოდნელი ძლიერი შტორმისა და წვიმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
ქარიშხალმა კარვების ქალაქს გადაუარა, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები იმყოფებოდნენ. ქარმა დაზიანებულ შენობებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები, რომელთა ნაწილი მანქანებს დაეცა.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები ქუჩაში არიან დარჩენილი. კარვებში სულ 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
თებერვლის დასაწყისში მომხდარმა მიწისძვრებმა თურქეთსა და სირიაში 52 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაერო-ს მონაცემებით, მიწისძვრებით მიყენებულმა ზარალმა $100 მილიარდს გადააჭარბა.