თიბისი ბანკი რუსეთის მოქალაქეებს ატყობინებს, რომ სანქციების დარღვევის შემთხვევაში, მათ ანგარიშებს დახურავს. ამის შესახებ ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსული კომერსანტი წერს.
თიბისი ბანკმა გააფრთხილა მომხმარებლები, რომ შესაძლოა, დახუროს მათი ანგარიშები, თუ აღმოაჩენს ტრანზაქციას, რომელიც არღვევს რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს. ამ შემთხვევაში, მათი ანგარიშები გაფრთხილების გარეშე დაიბლოკება.
„აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მოიცავს, სხვა საკითხებთან ერთად, აქტივების გაყინვას, ბლოკირებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტის პირდაპირ და არაპირდაპირ აკრძალვას და პირიქით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ბანკი აღმოაჩენს სანქციების დარღვევით ტრანზაქციას, იტოვებს უფლებას დახუროს კლიენტის ანგარიშები წინასწარი შეტყობინების გარეშე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.