შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი მოიზიდა, რაც CDP-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში

ავტორი Nona
10:55, 4 ოქტომბერი, 2024
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
თიბისი ლიზინგი
გაზიარებაგაზიარება

თიბისი ლიზინგმა წარმატებით მოიზიდა 10 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი Cassa Depositi e Prestiti- გან („CDP“), ორგანიზაციისგან, რომელიც წარმოადგენს იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

ეს ისტორიული ტრანზაქცია CDP-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

აღნიშნული მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ლიზინგის მიზანს, ქვეყანაში უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა („MSME“) მზარდი საჭიროებების შესაბამისი ფინანსური რესურსების შეთავაზება.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა მხარდაჭერილია ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის (“EFSD”) მიერ, რაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა MSME-ებისთვის დაფინანსების დეფიციტის შემცირების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპულ სამეზობლოში. პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდის წახალისებას მთელ რეგიონში.

„მოხარულები ვართ, რომ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სწორედ თიბისი ლიზინგმა მოიზიდა, რაც ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც თიბისი ლიზინგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. ეს პარტნიორობა პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველვყოთ ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების გზები საქართველოს MSME-ებისთვის, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ. კაპიტალზე წვდომისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობით, ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ადგილობრივი ბიზნესების ზრდას, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ზრდის სტიმულირებას.

CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტიციის განხორცილების გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას სხვა ქართული კომპანიებისთვის, რომ მათაც შეძლონ CDP-ისგან დაფინანსების მოზიდვა, რაც გააძლიერებს ინვესტიციების ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, გამოვაცხადოთ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ეს 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალზე წვდომას, რაც თავის მხრივ წაახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს
ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს და განვავითაროთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი განმაპირობებლები არიან. ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით, CDP მიზნად ისახავს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას, ფინანსური ინკლუზიის წახალისებას და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სტიმულირებას“, – ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი – საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

(რ)

თეგები: Cassa Depositi e Prestitiელჩი პაველ ჰერჩინსკითიბისი ლიზინგიქრისტინა მორელი

დაკავშირებული სიახლეები

თიბისი ლიზინგი
ბანკები და ფინანსები

თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა

10:42, 21 თებერვალი, 2025
პაველ ჰერჩინსკი,
სიახლეები

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ განხილული იქნება უვიზო რეჟიმის შეჩერებაც: პაველ ჰერჩინსკი

14:17, 29 ნოემბერი, 2024
პაველ ჰერჩინსკი
საზოგადოება

ჩემი გზავნილია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ: ევროკავშირის ელჩი

10:52, 29 ნოემბერი, 2024
თიბისი ლიზინგი, BMW,
ბანკები და ფინანსები

თიბისი ლიზინგის და BMW-ს სპეციალური შეთავაზება – ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%

10:53, 26 ნოემბერი, 2024

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved