ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

ავტორი Nona
17:13, 27 სექტემბერი, 2024
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
თიბისი, არქიტექტურული ბიენალე,
გაზიარებაგაზიარება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისი არქიტექტურის ბიენალე (TAB) სახელწოდებით „შეცდომების გასწორება” 28 სექტემბერს გაიხსნება და 19 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენას, ლექციას, ვორქშოფს, საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

არქიტექტურის ბიენალე გააერთიანებს თემატურ გამოფენებს, ვორქშოფებს, გიდის მიერ ჩატარებულ ტურებს, საჯარო ინსტალაციებს, სიმპოზიუმსა და ლექციებს. წლევანდელი გამოშვების მთავარი თემა ადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობაა,
განსაკუთრებული აქცენტით წყლის რესურსზე. ბიენალე ხაზს უსვამს არქიტექტორების,
ქალაქმგეგმარებლების, პოლიტიკის შემქმნელებისა და გარემოს დამცველების როლს
რთული დინამიკის ნავიგაციის პროცესში.

მეოთხე ბიენალეს გახსნას 28 სექტემბრის 18:00 საათიდან თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან არსებული მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია უმასპინძლებს. შენობა, რომელიც 1862 წელს აშენდა და კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს, ბიენალეს შეკრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იქნება, რომელიც განსაკუთრებულად ეხმიანება წლევანდელი გამოშვების თემას.

ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში (მარჯანიშვილის 7) გაიმართება:

4 ოქტომბერი, 18:00 | გამოფენის გახსნა „კოლექტიური წარმოების ადგილები“. გამოფენის ორგანიზატორია IFA – საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (ifa-Institut für Auslandsbeziehungen), ARCH+-თან თანამშრომლობით. გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

5 ოქტომბერს 14:00 | გამოფენის კურატორის, სტეფან გრუბერის ტური.

5 ოქტომბერს 16:30 | სიმპოზიუმი „Commoning Tbilisi”. მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე.

8 ოქტომბერი 19:00 |ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UNstudio-ს თანადამფუძნებლის და ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტის კაროლაინ
ბოსის ლექცია „შეკეთება“.

11 ოქტომბერი 18:00 | „მეხსიერების პოლიტიკა და ჰიდრო ნარატივები სომხეთში“. არქიტექტორი, ურბანისტი, მკვლევარი და კულტურული და სოციალური ნარატივების ლაბორატორიის (CSN Lab) წევრი, არსენ აბრაჰამიანი წარმოადგენს ორ კვლევით პროექტს — „ქეჩუთი: წყლისქვეშ მყოფი მეხსიერება“ და „გეტარი: მდინარის მეხსიერება,“ რომელიც CSN ლაბორატორიამ სომხეთში განახორციელა.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ყოველი გამოშვება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, ურბანული და არქიტექტურული საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს საერთო თემის გარშემო აერთიანებს. წლევანდელი ბიენალეს პლატფორმა დოკუმენტურ, კვლევით და ისტორიულ მიდგომებს დაეთმობა.

გაეცანით ბიენალეს ღონისძიებებს დეტალურად.

(რ)

თეგები: ბიენალეთბილისი არქიტექტურის ბიენალეთიბისი კონცეპტი

დაკავშირებული სიახლეები

თიბისი კონცეპტი, თბილისის ლანდშაფტის მოდელირება
ბანკები და ფინანსები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

10:11, 13 ივნისი, 2025
ნანი ბრეგვაძე, კონცერტი, თიბისი
ბანკები და ფინანსები

ნანი ბრეგვაძის კონცერტი

12:28, 10 ივნისი, 2025
თიბისი, ბათუმის ჯაზ ფესტივალი
ბანკები და ფინანსები

თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ

14:30, 4 ივნისი, 2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები, ჩინეთში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ
ბანკები და ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები, ჩინეთში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

13:58, 3 ივნისი, 2025

ბოლო სიახლეები

კრისტალი

1 წუთი-ის წინ
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

16 წუთი-ის წინ
ბიზნეს სექტორი, საშუალო ხელფასი,

I კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის კლება დაფიქსირდა: საქსტატი

37 წუთი-ის წინ
JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

1 საათის-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved