პარასკევი, მაისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

ავტორი Nona
12:42, 5 მაისი, 2025
- ბანკები და ფინანსები, საზოგადოება, სიახლეები
ნანი ბრეგვაძე
გაზიარებაგაზიარება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას.

ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული „საესტრადო“ სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე, როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი – ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი – ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო – ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო – სეზარია ევორამ.

ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა.

სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი. წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებს ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულინასა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან.

როგორც ნანი აღნიშნავს: „უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი – მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება, რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ“.

წიგნის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა.

გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე.

პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე.

(რ)

თეგები: ვინილითიბისი კონცეპტინანი ბრეგვაძენანი ბრეგვაძის წიგნი

დაკავშირებული სიახლეები

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება
ბანკები და ფინანსები

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

10:21, 14 მაისი, 2025
თიბისი კონცეპტი, წინანდლის მამული, რედისონი, Mastercard
ბანკები და ფინანსები

თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში

14:42, 5 მაისი, 2025
თიბისი კონცეპტი
ბანკები და ფინანსები

ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კონცეპტში 

14:01, 2 მაისი, 2025
თეატრი სახელოსნო 42, თიბისი
ბანკები და ფინანსები

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია

10:55, 1 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

ბიზნესდაჯილდოება 2025, თიბისი

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

4 წუთი-ის წინ
ფულადი გზავნილები, ჩანაწერები კრედიტინფოში

აპრილში Western Union-ით გადმორიცხვები 48%-ით გაიზარდა

38 წუთი-ის წინ
სესხები, საკრედიტო ლიმიტი, მისო

დღეიდან მიკროსაფინანსოების მსესხებლებისთვის საკრედიტო ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა

43 წუთი-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18 საათის-ის წინ
რუსეთ-საქაღტველოს სავაჭრო მოლაპარაკებები, ზაზა ნიშნიანიძე

რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ბრუნვის გაზრდის საკითხი განიხილეს: რუსული მედია

19 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved