თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი თანხის გადარიცხვის ტარიფებს 1-ელი მაისიდან აძვირებენ.
საქართველოს ბანკიდან სხვა ბანკის ანგარიშზე 1000 ლარამდე თანხის გადარიცხვისთვის ინტერნეტ- მობილბანკით (სტანდარტული) ბანკის საკომისიო 1 ლარი გახდება. ხოლო აღნიშნული მომსახურების დაჩქარებული მიღება 2 ლარი ეღირება.
იცვლება საქართველოს ბანკის სისტემაში მესამე პირთან გადარიცხვის ტარიფი და ფილიალიდან შესრულებული გადარიცხვის ტარიფი ნებისმიერი ვალუტის შემთხვევაში იქნება 1 ლარი. ხოლო მობილბანკით და ინტერნეტბანკით შესრულებული ბანკის შიდა გადარიცხვები რჩება საკომისიოს გარეშე.
მომსახურების ტარიფებს ზრდის თიბისი ბანკიც.
1-ელი მაისიდან, 1000 ლარამდე სხვა ბანკის ანგარიშზე გადარიცხვის საკომისიო, ინტერნეტბანკით და ფილიალიდან 0.2%-ის (მინ: 0.9 ₾) ნაცვლად, 1 ლარი იქნება. ხოლო 1 000 -10 000 ლარამდე თანხის გადარიცხვა 2 ლარი იქნება.
გადარიცხვის მოცულობა | ლარის გადარიცხვა ინტერ/მობაილბანკი | ლარის გადარიცხვა ფილიალში |
1000 ლარამდე | 1 | 4 |
1000 ლარიდან 10 000 ლარამდე | 2 | 4 |
10 000 ლარიდან 100 000-მდე | 5 | 10 |
100 000 ლარი და ზევით | 50 | 100 |