ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თებერვალში ქვეყნის მასშტაბით 13 440 კოლოფი (მათ შორის 345 აიქოსი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 148 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.. 59 ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. 3 ფაქტზე, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 86 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად, რაზეც პროდუქციის ამოღების ოქმები შედგა.