ივნისის თვეში თბილისში ქირის ფასი კიდევ შემცირდა. ამას TBC Capital-ის მიერ ჩატარებული დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა აჩვენებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, გასაქირავებელმა ფასმა უფრო შესამჩნევად დაიკლო. 2024 წლის ივნისში $11.6-ს გაუტოლდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3%-ით ჩამორჩება, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდს 8%-ით,“- აღნიშნულია კვლევაში.
საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი თბილისში($/კვ.მ)
ქირის ფასის შემცირება ძირითადად ქვეყანაში შემოსული მიგრანტების კლებას უკავშირდება. მიგრაციული ეფექტის მილევა, რაც საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე ახდენს გავლენას, ცხადია, უძრავი ქონების ბაზარზეც აისახა.