TBC Capital-ის უძრავი ქონების კვლევის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში თბილისში ერთი კვ. მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი $1,187-ს გაუტოლდა, რაც 1%-ით აღემატება ოქტომბრის მაჩვენებელს.
წლიურმა ზრდამ კი 14% შეადგინა.
საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი($/კვ.მ):
ნოემბერში უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $251 მილიონს მიაღწია, თუმცა წლიურად 4%-იანი კლება დაფიქსირდა.
2023 წლის ნოემბერში, თბილისში, 3,236 ბინა გაიყიდა, რაც ფაქტობრივად წინა თვის მაჩვენებლის დონეზეა. წლიურ ჭრილში კი 13%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც მაღალი საბაზისო ეფექტითაა განპირობებული. 2022 წლის ბოლო თვეები საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის განსაკუთრებულად აქტიური იყო.
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებმა 11% შეადგინა და ნოემბერში, 2023 წელს პირველად, დაფიქსირდა წლიურ ჭრილში კლება (-0.8%). წინა თვესთან შედარებით ამონაგების ოდენობა 0.1%-ით შემცირდა.