Tbc Capital – ის კვლევა აჩვენებს, რომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა აგვისტოს თვის მონაცემებით, 1,233 $/კვ.მ შეადგინა, რაც წლიურად 6%-ით. ხოლო თვიურად 2%-იანი ზრდაა.
აგვისტოში ფასის ზრდა ძველი ბინების ხარჯზე დაფიქსირდა. კერძოდ, ახალ ბინებზე ფასმა -1,8%-ით დაიკლო, ხოლო ძველ ბინებზე პირიქით, 3,1%-ით მოიმატა.
თბილისში ძველი ბინების ფასი კვლავ აჭარბებს ახალი ბინების ფასს. ძველ ბინებისთვის კვ-ის საშუალო ფასი $1,265-ს შეადგენს, ხოლო ახალი ბინებისთვის $1,094 -ია.
ძველ ბინებზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში +20%. ასევე გაიზარდა სამგორსა და ჩუღურეთში, ხოლო ვაკეში და მთაწმინდაზე ქვემოთ დაიწია, შესაბამისად, -5% და -14%-ით.
საშუალო გასაყიდი ფასი(S/კვ.მ) და წ/წ ცვლილება(%), ახალიvsძველი, აგვისტო 2024
რაც შეეხება ბინების გაყიდვებს, ორივე კატეგორიის ბინებისთვის შემცირებულია. ახალი ბინების შემთხვევაში, 2024 წლის აგვისტოში 625 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ჩამორჩება 2023 წლის აგვისტოს, ხოლო 6%-ით 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ ბინებს, აგვისტოში დაფიქსირდა 2,508 ტრანზაქცია და წლიურად 5%-იანი კლება დაფიქსირდა(-9% თ/თ). ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 20%-ს გაუტოლდა.
გაყიდული ბინების რ-ბა და ცვლილება, ახალიvsძველი, აგვისტო 2024