2024 წლის ივლისში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც
ივნისიდან დაიწყო. სულ თბილისში გაიცა 20 ნებართვა და ამ ნებართვების საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3%- ით არის შემცირებული.
უძრავი ქონების სპეციალისტების შეფასებით, სამშენებლო ნებართვების კლება საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ დეველოპერები დაელოდებიან საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სამშენებლო ნებართვების ასაღებად.
Galt&Taggart-ის მკვლევრებმა 2024 წლის ივლისში ჩაატარეს 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც 67 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.
კვლევამ აჩვენა, რომ 2024 წლის ივნისში დინამიკა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ შესუსტებული რჩება: +17.7% მაისთან და -34.1% აპრილთან შედარებით.
თბილისში საცხოვრებელ უძრავ
ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ნებართვების ფართობი თვეების
ფართობი, ‘000 მ2 მიხედვით ‘000 მ2
2024 წლის მაისში მკვეთრი კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ამასთან, ლარის კურსის მერყეობამ პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა.
2024 წლის ივნისიდან დინამიკა შედარებით გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
2024 წლის პირველ ნახევარში, დეველოპერების პროექტებში საქართველოს მოქალაქეებმა
მთლიანი გაყიდვების 76% შეადგინეს, 2023 წლის 80%-თან შედარებით. აღსანიშნავია, რომ
ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 4%-დან 11%-მდე, რაც ანაზღაურებს
რუსეთის მოქალაქეების წილის შემცირებას, რომელიც 8%-დან 2%-მდე დაეცა.
დეველოპერებისგან მიღებული ინფორმაციით, პროექტებში რომლებიც 2024 წელს სრულდება ბინების 84%-ზე მეტი გაყიდულია.