თბილისში პარკირების შედეგად დაკისრებული ჯარიმების ოდენობა ყოველთვიურად მატულობს.
2023 წელს 10 თვეში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში პარკირების ჯარიმების ოდენობა, წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 მლნ ლარით, თითქმის 370%-ით გაიზარდა.
სულ ამ პერიოდში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების სახით ბიუჯეტში 15,364 მილიონი ლარი შევიდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,282 მილიონი ლარი იყო.
გადახდილი თანხების ზრდა ნაწილობრივ გამოიწვია არასწორი პარკირების ჯარიმის გახუთმაგებამ. 2022 წლის სექტემბრიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრა.