თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები 2022 წლიდან სკოლის დამთავრებისას იღებენ გერმანულ საერთაშორისო ატესტატს, რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ამით მათ შეუძლიათ გერმანულენოვან ქვეყნებში ან მსოფლიოში პირდაპირ გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტებში.
სამშაბათს, 2024 წლის 8 ოქტომბერს გერმანიის ფედერალური მიწების განათლებისა და კულტურის მინისტრთა საბჭოს ვიცე–პრეზიდენტი და მეკლენბურგ წინა პომერანიის ფედერალური მხარის განათლების მინისტრი, ქალბატონი სიმონე ოლდენბურგი თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას გადასცემს საზღვარგარეთის გერმანულ სკოლად აღიარების მოწმობას.
საზეიმო ღონისძიებას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სკოლაში დასწრებიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი რობერტ გერშნერი და ასევე პარტნიორები და სტუმრები საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
2010 წელს დაარსებულ თბილისში ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ გერმანულენოვანი სასკოლო განათლება და სკოლას უკვე უფლება აქვს, მუდმივად გასცეს გერმანიის უმაღლესი ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატები.
„ამაყი ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. ჩვენმა ახალგაზრდა სკოლამ მისი ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით დაასრულა და ეს წარმატება სკოლის დამფუძნებლების და ბრწყინვალე კოლეგების დამსახურება და საქართველოდან და გერმანიიდან მიღებული უდიდესი მხარდაჭერის შედეგია“.- ამბობს სკოლის დირექტორი შტეფანი დროლი.
გერმანულენოვან საბავშვო ბაღსა და სკოლაშია მჟამად 3-დან 18 წლამდე ასაკის 18 სხვადასხვა ეროვნების 256 ბავშვი და მოზარდი დადის. ისინი ცხოვრობენ და სწავლობენ საერთაშორისო გარემოში ბაგებში მდებარე თანამედროვე სკოლის შენობაში.
სკოლას მიღებული აქვს ასევე საქართველოს განათლების შესაბამისი უწყების ავტორიზაცია. ქათული ენა ისწავლება როგორც მშობლიური და ასევე როგორც უცხო ენა.