ხორვატიის ადრიატიკის სანაპირო, საფრანგეთის პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი კოტ დ’აზური და ანდალუზია ესპანეთში – ეს სამი კურორტი წინა სეზონზე ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო.
გასული წლის ყველაზე პოპულარული საზღვაო კურორტები ევროპის სტატისტიკის სამსახურმა ონლაინ პლატფორმების – Airbnb-ის, Booking-ის, Expedia Group-ისა და TripAdvisor-ის მეშვეობით გამოავლინა. სტატისტიკოსებმა მცირე ხნით ნაქირავებ საცხოვრებლებში გატარებული ღამეების რაოდენობა დაითვალეს.
დამსვენებელთა შორის ყველაზე პოპულარული ხორვატიის ადრიატიკის ზღვისპირა კურორტი იადრანსკა ჰრვაცკა იყო, სადაც ტურისტებმა 20 მილიონი ღამე გაატარეს.
მეორე ადგილზეა საფრანგეთის პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი კოტ დ’აზური, სადაც ტურისტებმა 11 მილიონი ღამე გაატარეს. მესამეზეა ესპანეთის ანდალუზია (10 მილიონი).
2022 წელს ტურისტებმა სულ ევროკავშირის კურორტებზე დაახლოებით 547 მილიონი ღამე გაატარეს. რაც 50%-იანი ზრდაა 2021 წელთან შედარებით. ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 7% იყო.
ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, დაფიქსირდა შვედეთში (+33%), საფრანგეთში (+31%) და ბელგიაში (+23%).
ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ჩეხეთში (-36%), უნგრეთში (-27%), ირლანდიასა და ესტონეთში (23-23%).