უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმია აპირებს, ბრძოლის შედეგი აჩვენოს NATO-ს სამიტამდე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შედეგი, მაგრამ ყოველი კილომეტრი სიცოცხლე ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის ჯარის კონტრშეტევა ძლიერი წვიმის გამო შენელდა.
„კოკისპირული წვიმები დიდხანს გრძელდება და ამან გარკვეული პროცესები შეაფერხა“, – თქვა მან.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, დააჩქარონ სამხედრო დახმარების მიწოდება. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, „მაგრამ არტილერია დაგვიანებით მოვიდა“.
ივნისის ბოლოს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზელენსკი სამიტს არ დაესწრება, თუ ალიანსის წევრები არ აპირებენ უკრაინის NATO-ში მიწვევას.