შპს ყვარელი პალასი, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ნათესავები წვეულებას მართავდნენ, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის – M Group-ის მფლობელს – არჩილ გეგენავას ეკუთვნის.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ყვარლის 100%-იან წილს შპს აგროგანვითარება ფლობს, სადაც წილები არჩილ გეგენავასა და მის ბიზნესპარტნიორებს შორის ასე ნაწილდება:
-
არჩილ გეგენავა – 37.85%
-
ანდრო გეგენავა – 16.15%
-
ივანე ნიკოლაიშვილი – 23%
-
გიორგი ჩუბინიშვილი – 23%
სასტუმრო ილიას (ყვარლის) ტბასთან მდებარეობს. ტერიტორია, სადაც სასტუმროა განთავსებული, არჩილ გეგენავამ წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა. თუმცა, მიწის ნაკვეთის ყოფილი მფლობელი კომპანია კორპორაცია ქინძმარაულის დამფუძნებელი თამაზ კონჭოშვილი აცხადებდა, რომ მას ქონება ეკონომიკის სამინისტრომ დაათმობინა და ის არჩილ გეგენავას გადასცა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გეგენავას მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს და კონჭოშვილს დაუბრუნეს. შემდეგ გეგენავამ და მისმა პარტნიორებმა მიწის მესაკუთრესთანაც და ხელისუფლებასთანაც და ბიზნესსაქმიანობა გააგრძელეს.
პარლამენტის ყოფილ წევრს ნაციონალური მოძრაობის სიით, არჩილ გეგენავას და მის ბიზნესპარტნიორებს საქართველოში არაერთი კომპანია ეკუთვნით. მათ შორის სს ფუდმარტი, შპს ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე და სხვა.