2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად 25 მილიარდი ლარია, 519 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მეტი
- 115 მილიონი ლარით მოიმატებს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ამ უწყების ბიუჯეტი 7.9 მილიარდ ლარს მიაღწევს
- თავდაცვის სამინისტროს 100 მილიონი დაემატება და მისი ბიუჯეტი 1.4 მილიარდი ლარიდან 1.5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება
- მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი საბიუჯეტო ტრანსფერი 102 მილიონი ლარით გაიზრდება;
- განათლების და მეცნიერების სამინისტროს 80 მილიონი დაემატება;
- სტიქიების სალიკვიდაციო ფონდს 60 მილიონი ლარი დაემატება.
- კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 33 მილიონით გაიზრდება;
- შსს-ს ბიუჯეტს 10 მილიონი ემატება;
- ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 მილიონი;
- საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 მილიონი დაემატება,
- ცესკოს ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზრდება.
დამატებული თანხების დეტალური განაწილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ასევე უცნობია, რა დამატებითი შემოსავლების ხარჯზე დააფინანსებს მთავრობა გაზრდილ ხარჯებს. ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ გამოუქვეყნებია,