ბელარუსმა დაადასტურა, რომ ვაგნერის მებრძოლები უკვე ქვეყანაში არიან და წვრთნებს ატარებენ.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ქვეყანაში ვაგნერის მებრძოლების ყოფნას და აცხადებს, რომ ისინი წვრთნიან ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს.
წვრთნები მოგილევის რაიონში, ოსიპოვიჩის მახლობლად მიმდინარეობს.
ვაგნერელები მუშაობენ ინსტრუქტორებად სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ადრე განაცხადა, რომ მინსკმა ვაგნერის დაჯგუფებას რამდენიმე ყოფილი სამხედრო ბანაკი შესთავაზა ოსიპოვიჩის მახლობლად.
ბელარუსის სამხედრო ტელევიზია VoenTV-მ სიუჟეტში აჩვენა, როგორ ატარებენ წვრთნებს ვაგნერის მებრძოლები. ვიდეოში ინსტრუქტორების სახეები არ ჩანს, ისინი ნიღბებით არიან.
ვაგნერის რამდენი მებრძოლია ბელარუსში, არ სახელდება. მანამდე მონიტორინგის ჯგუფმა ბელორუსულმა გაიუნმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შესაძლოა, 200-მდე ვაგნერელი იყოს.