რეფინანსირების სესხები იზრდება.
ბოლო 3 აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობა 4 მლრდ ლარს აღემატება.
ხუთშაბათის, 9 იანვრის, აუქციონზე სებ-მა 4.5 მლრდ ლარის ერთკვირიანი სესხები გასცა. ბანკებმა ამავე მოცულობის ლარის რესურსი აიღეს წინა კვირასაც.
სებ-ის მიმოხილვით, მთლიანობაში სასესხო პორტფელი 7 მლრდ ლარს აღემატება. აქედან რეფინანსირების სესხების ნაშთი უკვე 4.456 მლრდ ლარს აღწევს.
ერთთვიანი სესხების ნაშთი 750 მლნ ლარს აღემატება. ხოლო ერთდღიანი სესხების ნაშთი 1.8 მლრდ ლარია.
ცენტრალური ბანკის მიმოხილვით, სესხებთან ერთად გაზრდილია ბანკებიდან მოზიდული სახსრები. სავალდებულო დეპოზიტები დეკემბერში თითქმის 1 მილიარდით 6.4 მლრდ ლარამდეა გაზრდილია (01.12.2024 – ₾ 5.2 მლრდ).
2024-ის რეფინანსირების სესხების აპრილი-დეკემბრის დინამიკა: