საქართველოს ენერგოსისტემაში დანაკარგების ოდენობა კვლავაც მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ანგარიში აჩვენებს. ქსელში არსებული დანაკარგები დადგენილ ნორმებს აღემატება.
2022 წელს ელექტროენერგიის ფაქტობრივმა დანაკარგებმა ენერგოსისტემაში (გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ჯამურად) 6.08% შეადგენდა. მათ შორის გადამცემ ქსელში – 1.97% ხოლო განაწილების ქსელში დანაკარგი მიწოდებული ელექტროენერგიის – 4.11%-ს შეადგენდა.
სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში დანაკარგმა შეადგინა 9.99%, ხოლო სს თელასის ქსელში – 6.07%. ეს მაჩვენებელი აღემატება ნორმატიული დანაკარგების ოდენობას, რაც კომპანიებისთვის არის დადგენილი.
ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისათვის დადგენილი ნორმატიული დანაკარგების სიდიდეები შეადგენს: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელში – 1.92%-ს; სს თელასის ქსელში – 5.57%-ს, ხოლო სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში – 9.8%-ს.