საქართველოს ბანკმა ელმავალმშენებლის ქონება აუქციონზე 19.5 მილიონ ლარად შეიძინა.
ელმავალმშენებელი ქარხანა აუქციონზე 16 მარტს გაიყიდა. ის გასაყიდად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. მისი ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა გადაუხდელ ვალდებულებებს, რომელიც კომპანიას საქართველოს ბანკის და სხვა კრედიტორების მიმართაც დაუგროვდა.
ელმავალმშენებელს ყველაზე მეტი – 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება საქართველოს ბანკის მიმართ ერიცხება. აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, ამ თანხის ამოღების საფრთხე იქმნებოდა, შესაბამისად, ბანკმა ქარხნის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
აუქციონზე გაყიდვამდე სს ელმავალმშენებლის 87%-ს ოფშორში რეგისტრირებული რუსული ლოკო ტრანსი ფლობდა, ხოლო 12%-ს – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.