შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

ელექტროენერგიით ვაჭრობა – ყოფილი მაღალჩინოსნებისა და რუსების საერთო ბიზნესი

ავტორი Nona
22:27, 5 აპრილი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
ელექტროენერგიით ვაჭრობა – ყოფილი მაღალჩინოსნებისა და რუსების საერთო ბიზნესი

unsplash.com

გაზიარებაგაზიარება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას უკავშირებს იმპორტით დაკავებულ იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც ყოფილ მაღალჩინოსნებს ეკუთვნით.

ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც წინა წლებში მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, ფლობენ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებენ, რაც ტარიფს ზრდის, – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, რომელსაც ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შემდეგ აკეთებს.

ცნობისთვის, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 40%-ით გაიზარდა.

შუამავალი კომპანიები – ყოფილი მაღალჩინოსნებისა და რუსების საერთო ბიზნესი

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია Elgreen Holdings Incorporated არის ჩართული.

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად შპს ლუქს ენერჯი ტრეიდინგია ჩართული, რომლის 50.01% რუსულ ინტერ რაოს ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს – ვახტანგ ამბოკაძეს.

ვახტანგ ამბოკაძე ესკო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვებიდან ერთ დღეში ინტერ რაო საქართველოს დირექტორი გახდა, რომლის ერთადერთი კლიენტი 2019-2020 წლებში ესკო იყო; არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს გარემოება, სავარაუდო კორუფციაზე მიანიშნებს.

ვახტანგ ამბოკაძის ინტერ რაო საქართველოს დირექტორად დანიშვნის შემთხვევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს 2019 წლის სტატიაში იყო მოყვანილი, როგორც ე.წ. „მბრუნავი კარის” შემთხვევა. „მბრუნავი კარი” საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურებრივ გადაადგილებას ნიშნავს და ინტერესთა კონფლიქტს და კორუფციის რისკებს შეიძლება შეიცავდეს.

შპს ლუქს ენერჯი ტრეიდინგი ყოფილი შპს ინტერ რაო საქართველოა, რომელსაც სახელი 2022 წლის 28 ივნისიდან შეუცვალეს.

ლუქს ენერჯი ტრეიდინგის (ყოფილი ინტერ რაო საქართველო) 49.99%-ს შპს ლუქს ენერჯი ჰოლდინგი ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარი ვახტანგ ამბოკაძეა, ხოლო  50.01%-ს რუსული ინტერ რაო (მისი ძირითადი წილის მფლობელი სს როსნეფტგაზი (26.37%) და სს ინტერ რაო კაპიტალი (28.89%) არიან, რომელთაც საბოლოო ბენეფიციარი რუსეთის მთავრობაა ფლობს.

2020 წლის ივლისიდან 2022 წლის 13 ივნისამდე ინტერ რაო საქართველოს 49.99%-ის მფლობელი ეი ვი ჯი ჰოლდინგის შვილობილი შპს ეი ვი ჯი ჯორჯია იყო. ეი ვი ჯი ჰოლდინგის მინდობილი პირი რატი ღვამბერიაა, ხოლო ეი ვი ჯი ჯორჯიას დირექტორი რატი ღვამბერიას და ხატია ღვამბერიაა.

თავის მხრივ, რატი ღვამბერია საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან და ამჟამად მეწარმე ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებული პირი და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანიის დირექტორია.

2022 წლის 13 ივნისს ეი ვი ჯი ჯორჯიას 100% წილი ვახტანგ ამბოკაძის კომპანიამ, ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგმა, იყიდა $100 000-ად. მესაკუთრის ცვლილებასთან ერთად ეი ვი ჯი ჯორჯიას  სახელიც შეეცვალა და ახლა ლუქს ენერჯი ჰოლდინგი ჰქვია.

2019 წელს ელექტროენერგიის გადამყიდველ კომპანიებს არ ჰქონდათ მარჟის უფლება, ამიტომ ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასი  თვითღირებულებას უტოლდებოდა. 2020 წლის იანვარში სემეკის დადგენილებაში შესულმა ცვლილებამ კი ინტერ რაო საქართველოს საშუალება მისცა, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი ფასნამატით დაეწესებინა. 2020-2021 წლებში ინტერ რაო საქართველომ ესკო-ს ელექტროენერგია 17%-იანი ფასნამატით (სხვაობა ამონაგებსა და ელექტროენერგიის თვითღირებულებას შორის) მიაწოდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ესკო-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 30 იანვრის მდგომარეობით, ესკო-ს ლუქს ენერჯი ტრეიდინგთან (ყოფილი ინტერ რაო საქართველო) ხელშეკრულება აღარ ჰქონდა გაფორმებული. საინტერესოა, რომ 2022 წლის 8 აპრილს ესკო-მ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ სრულად ვახტანგ ამბოკაძის მფლობელობაში არსებული ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი დაარეგისტრირა, როგორც ექსპორტიორი, იმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი. შესაძლოა, 2022 წლის გაზაფხულიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს ყოფილი ინტერ რაო საქართველოს ნაცვლად ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი ახორციელებს. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, როდესაც კომპანიები წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს გამოაქვეყნებენ.

ნოღაიდელის ბიზნესი 

ელექტროენერგიით ვაჭრობაში ჩართული კიდევ ერთი კომპანია – შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებული კომპანიაა. 2022 წლის მაისამდე ზურაბ ნოღაიდელი აღნიშნული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. საბჭოს თავმჯდომარე სულხან პაპაშვილი იყო, რომელსაც 1998-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იყო. ამჟამად ამ კომპანიას ნოღაიდელის ბიზნეს პარტნიორი ზურაბ ანთელიძე მართავს. ზურაბ ანთელიძე ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და შპს ელტრანზიტი ერქვა. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ პატარიძეა. ზურაბ ნოღაიდელი უცხოური კომპანიის – Elgreen Holdings Incorporated-ის დამფუძნებელიცაა, რომელიც 2016 წლიდან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში და ტრანზიტში შუამავლის როლს ასრულებს.

ის, რომ საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, ბევრჯერ გახდა მედიის ინტერესის საგანი, რადგან შუამავალი ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებს, რაც ტარიფს ზრდის. მიუხედავად ჩვენი ინტერესისა და მიმართვისა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა.

ელექტროენერგიით ვაჭრობასა და მიწოდებაში ჩართულია კომპანია სს თელასი, რომლის 75%-ს რუსული ინტერ რაო ფლობს, ხოლო 25%-ს შპს ბესტ ენერჯი გრუპი. ბესტ ენერჯი გრუპის 100% წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარიაა. რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ენერგო-პრო ჯორჯია კი ჩეხური კომპანიაა, რომლის საბოლოო ბენეფიციარი ჩეხეთის მოქალაქე იარომირ ტესარია.

თეგები: Elgreen Holdings Incorporatedეი ვი ჯი ჰოლდინგიესკოვახტანგ ამბოკაძევლადიმერ პატარიძეზურაბ ნოღაიდელიზურან ანთელიძეთბილისის საინვესტიციო ჯგუფიიარომირ ტესარიივანე ჩხარტიშვილირატი ღვამბერიაროსნეფტგაზისაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსს თელასიშპს ლუქს ენერჯი ტრეიდინგი

დაკავშირებული სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინა ხვედელიძე, აქტივები, ოფშორები
ბიზნესი

სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ოფშორებიდან აქტივები საქართველოში გადმოაქვს: TI

15:20, 29 იანვარი, 2025
ბიძიანა ივანისვილი, სანქციები, დიდი ბრიტანეთი, ივანიშვილების ბიზნესი
ბიზნესი

დიდი ბრიტანეთის სანქციების შემთხვევაში, ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი კომპანია დასანქცირდება: TI

18:17, 17 იანვარი, 2025
მედია, ძალადობა ჟურნალისტებზე
საზოგადოება

“2024 წელს ადგილი ჰქონდა მედიაზე ძალადობის და დაშინების 200-მდე შემთხვევას”: TI

16:19, 30 დეკემბერი, 2024
ბიძინა ივანიშვილი, სახელმწიფო შესყიდვები, კორუფცია, ტენდერები
ბიზნესი

ბიძინა ივანიშვილთან და სხვა თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსგან 3,280 მილიარდ ლარზზე მეტის კონტრაქტები აქვთ მიღებული: TI

14:14, 23 ოქტომბერი, 2024

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved