ტურიზმის მეტი და მიგრაციის ნაკლები გავლენა
TBC Capital იმ ძირითად ფაქტორებს ასახელებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაზე ამ დროისთვის ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზება საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებამ განაპირობა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, მისი შეფასებით, ზეგავლენა წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნება.
ამასთან, კვლავ გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წვლილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა.
TBC Capital ვარაუდობს, რომ 2023 წლისათვის ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 7% იქნება სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით.
შგახსენებთ, ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა.