საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley ვარაუდობს, რომ ევრო დაეცემა აშშ დოლარის მიმართ მზარდი პოლიტიკური რისკებისა და ევროზონაში ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. შეიძლება დაეცეს ამის შესახებ დევიდ ადამსმა, Morgan Stanley-ის სავალუტო სტრატეგიის ხელმძღვანელმა Bloomberg-თან განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ ევრო აშს დოლართან მიმართებაში 1,02-ის ნიშნულამდე დაცემა, რაც ამჟამინდელთან შედარებით დაახლოებით 7%-ით გაუფასურებას ნიშნავს.
Bloomberg-თან ინტერვიუში, ადამი ამბობს, რომ აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, მოსალოდნელია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების აგრესიული შემცირება. მისი პროგნოზით, ევრობანკი უახლოეს მომავალში განაკვეთს ნახევარი პუნქტით შეამცირებს.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზი Bloomberg-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ყველაზე პესიმისტურია. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, გამოკითხული ეკონომისტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევრო 2025 წლის ბოლოსთვის აშშ დოლართან $1.11-მდე გაიზრდება.
ევრობანკმა გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში უნდა მიიღოს.