ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად შეინარჩუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზისო დაკრედიტების განაკვეთი 4.5%-ის დონეზე დარჩება.
როგორც ევრობანკი აღნიშნავს, ბოლო სტატისტიკურმა მონაცემებმა ინფლაციის კლების ტენდენცია დაადასტურა, თუმცა, საშუალოვადიანი პერიოდისთვის რისკები ისევ შენარჩუნებულია.
მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აფერხებს მოთხოვნას, რაც ხელს უწყობს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესუსტებას, მაგრამ ევრობანკის მიზანი ინფლაციის 2%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირებაა.
ამიტომ ბანკის მმართველმა საბჭომ მიიჩნია, რომ ამჟამად მონეტარული პოლიტიკა საკმარისად მკაცრია და მისი შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა.
2023 წლის დეკემბერში ევროზონაში ინფლაციამ 3,4% შეადგინა.
ევროსტატის პროგნოზით, 2024 წელს ევროზონაში ინფლაციის 2,7%-მდე შემცირება არის ნავარაუდევი.