ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები მარტის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაიზარდა. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, სულ წინა თვეში 1,088 მილიონ ავტომობილამდეა გაყიდული.
ევროკავშირის ყველა უმსხვილესმა ბაზარმა გაყიდვების ორნიშნა ზრდა აჩვენა: ესპანეთში 66,1%-ით გაიზარდა, იტალიაში – 40,7%-ით, საფრანგეთში – 24,2%-ით, გერმანიაში – 16,6%-ით.
მთლიანად ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) გაიზარდა 26,1%-ით მარტში და 1,42 მილიონი ავტომობილი შეადგინა.
გაყიდვებით Volkswagen ჯგუფის (VW) ავტომობილები ლიდერობენ (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.). მათი რეალიზაცია გასულ თვეში გაიზარდა 35%-ით. შესაბამისად, გაზრდილია მათი წილი ბაზარზე. VW-ის ავტომობილები ბაზრის 25.3%-ს იკავებენ.
Stellantis-ის ავტოკონცერნის (Fiat Chrysler-ისა და PSA Group-ი) ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა 29%-ით და 216,862 ერთეული შეადგინა. Stellantis-ის საბაზრო წილი 20%-ის დონეზე დარჩა.
Renault Group-ის გაყიდვები გაიზარდა 30%-ით და გაყიდულია 110 496 ავტომობილი.
Hyundai Group-ის (Kia) – 9%-ით და გაყიდულია 8 3376 ავტომობილი.
Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები 25%-ით გაიზარდა, BMW-ს – 28%-ით, Mercedes-Benz-ის – 20%-ით.
Tesla Inc. ელექტროავტომობილების გაყიდვებმა ევროკავშირში 1,8-ჯერ მოიმატა, 40 777 ერთეულამდე.
ელექტრომობილების წილი ევროპის ბაზარზე მარტში 14%-მდე გაიზარდა.