ევროპას სურს რუსული გაზის ნაცვლად, უკრაინის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანული აირი მიიღოს.
ევროპელ ოფიციალურს პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს დახურული მოლაპარაკებები აქვთ უკრაინელ კოლეგებთან, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ გაზის მიწოდება მომავალ წელს. ერთ-ერთი ვარიანტად განიხილება აზერბაიჯანიდან აირის რუსული მილსადენებით ევროპაში შეტანა. ასეთი შეთანხმება საშუალებას მისცემს ევროპას მოიხსნას რუსული გაზის ყიდვით შექმნილი უხერხულობა იმ დროს, როდესაც ის მოსკოვისთვის შემოსავლების შემცირებას ცდილობს.
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა ისევ აგრძელებს რუსული აირის მიღებას მილსადენით, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის. რუსული გაზის ტრანზიტის ხუთწლიან ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება და უმეტესობა მოელის, რომ აირის მიწოდება საბოლოოდ შეწყდება.
მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა ბევრი დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია. მხარეები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილებების მიიღება ამ წლის ბოლოს მოხდება. მოლაპარაკებების შედეგებზე ცხადია, იმოქმედებს ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები.
ამასთან, არსებობს რისკი, რომ მილსადენები შეიძლება მოსკოვის სამხედრო სამიზნე გახდეს.
მოლაპარაკებებში ჩაერთო გერმანიის გაზის გიგანტი Uniper SE.
სლოვაკეთი არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს ასეთი შეთანხმებით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო მაისში აზერბაიჯანში იყო ჩასული, სადაც ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობაზე ისაუბრა, თუმცა, დეტალების დასახელების გარეშე.
უკრაინამ რუსული აირის ტრანზიტის შედეგად 2021 წელს თითქმის $1 მილიარდის შემოსავალი მიიღო.