ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა დებატები, რომელიც შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, დემოკრატიულ უკუსვლას და პოლიტიკურ პლურალიზმთან დაკავშირებულ რისკებს. მათ განსაკუთრებით გამოჰყვეს ე.წ. “აგენტებისა” და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონების მიღება, ისევე, როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა.
გამართული მსჯელობის შემდეგ ევროდეპუტატები საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
რა წერია რეზოლუციაში:
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დააწესონ იმ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში. ასევე მოუწოდებს, საბჭომ განიხილოს პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო.
დოკუმენტში არის მოწოდება ქართული კომერციული ბანკების მიმართ, რომ განახორციელონ საერთაშორისო სანქციები.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმება იქნება აუცილებელი ნაბიჯები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.
ევროპარლამენტი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის დაფინანსების გაყინვაზე, სანამ არ გაუქმდება არალიბერალური კანონმდებლობები.
რეზოლუციაში წერია ევროპარლამენტის მოწოდება, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ და ეფექტურად გაატაროს ზომები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს მთავრობის რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებით შესახებ, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინის ომის ძალადობრივი სურათების გამოყენებაზე.
ევროპარლამენტი მოწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაბამისობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან. არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
რეზოლუციაში ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისთვის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს.
ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს და სიმბლური ხასიათისაა. ევროპარლამენტის როლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში შეზღუდულია.
Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com
Developed By Web Features 2024 All Rights Reserved
Developed By My Software 2024 All Rights Reserved