ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ იწყებს ჩინური პლატფორმის Temu საქმიანობის საფუძვლიან აუდიტს ევროპულ ბაზარზე.
ინსპექტირებით უნდა გაირკვეს, შეესაბამება თუ არა კომპანიის ონლაინ მარკეტინგი ევროპული ციფრული სერვისების სტანდარტებს. კერძოდ, უნდა შემოწმდეს, ყიდის თუ არა ჩინური პლატფორმა აკრძალულ და საშიშ საქონელს.
გარდა ამისა, ევროკომისია შეამოწმებს Temu-ს სასაჩუქრე სისტემას, რათა დაადგინოს, იწვევს თუ არა ის მომხმარებლების დამოკიდებულებას ონლაინ შოპინგზე.
ჩინური კომპანია ამბობს, რომ ითანამშრომლებს ევროპულ მარეგულირებლებთან, რათა შეიქმნას “მომხმარებლებისთვის უსაფრთხო ბაზარი“.
როგორც ცნობილია, ევროკომისიამ მსგავსი ინსპექტირება უკვე დაიწყო AliExpress-ის, TikTok-ისა და X-ის (Twitter) წინააღმდეგ.