აგვისტოში ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები წლიურად 18,3%-ით შემცირდა.
ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, გაყიდვების კლება დაფიქსირდა ევროპის ყველა ძირითად ბაზარზე.
გასულ თვეში ევროკავშირში სულ 643,6 ათასი მანქანა გაიყიდა.
გერმანიაში გაყიდვები დაეცა 27,8%-ით, საფრანგეთში 24,3%-ით, იტალიაში 13,4%-ით, ესპანეთში 6,5%-ით.
რაც შეეხება ელექტრომობილებს, ევროკავშირში მისი გაყიდვები 43,9%-ით შემცირდა, მათ შორის გერმანიაში შემცირდა 68,8%-ით.
ასევე შემცირებულია ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინ დაფიქსირებული 21%-დან 14,4%-მდე დაეცა.
Volkswagen ჯგუფის (Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში აგვისტოში შემცირდა 14.8%-ით, Stellantis ( Fiat Chrysler და PSA Group) – 29.5%-ით, Renault – 13.9%-ით. Mercedes-Benz-ის დაეცა 12,7%-ით.
სამხრეთ კორეის Hyundai ჯგუფმა გაყიდვები 14,5%-ით შეამცირა, იაპონურმა Toyota-ს – 4,3%-ით. Tesla-მ გასულ თვეში ევროკავშირში 15,5 ათასი მანქანა გაყიდა, რაც თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გასული წლის აგვისტოში. პოპულარულ ბრენდებს შორის გაყიდვების მცირე ზრდა ჰქონდა Skoda-ს (0,2% წლიურად), მნიშვნელოვანი ზრდა (დაახლოებით მეოთხედით) აჩვენა იაპონურმა = Lexus-მა და შვედურმა Volvo-მ.
მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში, ევროკავშირში ჯამში ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა 1,4%-ით, რაც 7,2 მილიონ ავტომობილს უდრის.